თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. მათ შორის ერთი სამართალდამცველი, რომელიც უშუალოდ აქციაზე იმყოფებოდა, ასევე აქციის მონაწილე. მოწმეებმა 20 ივნისის აქციაზე განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.
გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობას ედავება.