„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების საქმის განხილვა დღეს სამართალდამცველების დაკითხვით გაგრძელდა.
გამოძიების შეკითხვებს პოლიციელებმა უპასუხეს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენებისას პარლამენტთან იმყოფებოდნენ და მათ გამოძიების ინფორმაციით დაზიანებები მიიღეს. ადვოკატი ამბობს, რომ არც ერთ მოწმეს ნიკა მელიას ბრალის დამადასტურებელი არაფერი უთქვამს და არც მისი ის მოწოდებები გაუგია, რასაც მელიას ბრალდების მხარე ედავება. პროკურორები კი ამბობენ, რომ მოწმეების დღევანდელი ჩვენებები, სასამართლოზე წარდგენილ სხვა მასალებთან ერთად, მელიასთვის წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად მტკიცებულებების ერთობლიობას ქმნის.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.