ნიკა მელიას პოზიცია

მხარეები ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კი, თანახმაა ევროპარლამენტარების თავდებობით საპატიმრო დატოვოს. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მართავდა შეხვედრებს, ამბობს, რომ ევროპელი დეპუტატების მხრიდან თანხმობა მიღებულია და გარკვეული დეტალების დასაზუსტებლად ახლა მუშაობა მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კარგი იქნება თუ თავდებობის საკითხს ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური გამოხმაურება ექნება.

მოამბე