მკურნალობის მიზნით, საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ მისი ოჯახის წევრები და თანაგუნდელები. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გიული ალასანიამ და ნიკა მელიამ ციხესთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, სააკაშვილი ვერ იღებს საჭირო სამედიცინო მკურნალობას. ნიკა მელიამ ქვეყნის პრეზიდენტსაც მიმართა და მოუწოდა, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.