უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე პარლამენტში დადგენილების პროექტს არეგისტრირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საკითხზე პარტიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისაუბრა. ნიკა მელიას თქმით, პროექტზე მმართველი გუნდის რეაგირება იქნება „ლაკმუსის ქაღალდი, როგორ აფასებს უკრაინაში არსებულ ვითარებას „ქართული ოცნება“.