ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ეწურება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გირაოს გადახდისთვის ერთი დღე რჩება. ის თანხის გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ თუ ვინმე თანხას გადაიხდის, ეს შესაძლოა ხელისუფლების ან პროკურატურის მაქინაცია იყოს. სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში მელია წერს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და გირაოს არ გადაიხდის. პოლიტიკურ დევნაზე შეფასებას იზიარებენ მისი კოლეგა ოპოზიციონერები. მმართველ გუნდში კი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ურჩევენ კანონზე მაღლა არ დადგეს და დაკისრებული გირაო გადაიხადოს.

მოამბე