ნიკა მელიას გეგმები

ნიკა მელიამ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს. ის არ გამორიცხავს, რომ სხვა პლატფორმიდან გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა. პარალელურად, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ პარტიასთან უკვე ფუნდამენტური განსხვავებები აქვთ და შიდა დაპირისპირება მუდმივად ვერ გაგრძელდება.

მელიას თანამოაზრეები ადასტურებენ, რომ კოსულტაციები უკვე მიმდინარეობს და 7 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

საპასუხოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ გუნდში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, ვიდრე მელიას განცხადებები.