ნიკა მელიას განმარტება

ნიკა მელია ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო. ამის შესახებ მან ფეისბუქის გვერდზე დაწერა: „დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში, არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია“. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აღნიშნული პოსტით ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა. მელიას თქმით, არ მიაჩნია, რომ სააკაშვილის თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს: „იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს, არის უკეთესი საქართველო“ – წერს ნიკა მელია. აღნიშნულს განცხადებას დღეს „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ გამოეხმაურნენ.