ნიკა მელიას განცხადება ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით
ნიკა მელიამ ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე წერს: „პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა. პოლიტიკურ პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა – თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა. რუსულ რეჟიმს ვერ დაამარცხებ რუსული მეთოდებით. ოლიგარქს ვერ დაამარცხებ ფულით. არაფორმალურ მართვას ვერ დაამარცხებ არაფორმალური მართვის სტილით“, – წერს ნიკა მელია.