ნიკა მელიას განცხადება - გამოხმაურება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ღიად აკრიტიკებს. მორიგი განცხადება მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში სტუმრობისას გააკეთა. ნიკა მელია ამბობს, რომ მოსახლეობა „ნაციონალური მოძრაობის“ უკან ისევ იმ ადამიანებს ხედავს, ვის გამოც, პარტიამ 2012 წლის არჩევნები წააგო. მელიას ამ განცხადებას უკვე მოყვა გამოხმაურებები პოლიტიკოსების მხრიდან.