ოპოზიციის სისუსტეზე აპელირება, ნიკა მელიას აზრით, შეგნებული მავნებლობაა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციის დასუსტების მიზეზი ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებაა.
„ამ საუკუნეში, არასოდეს ყოფილა საქართველოში ავტორიტარიზმი ისეთი მძლავრი, როგორც დღესაა და ვინმეს ჰგონია, რომ ეს ობიექტურად არ დააზიანებდა ოპოზიციას?“- წერს მელია „ფეისბუქზე“. განცხადებას „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს.