„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება ისევ ღრმავდება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტს მოუწოდებს, უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგას.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ დღეს პარტია არაფორმალურად იმართება და პარტიის მართვის ბერკეტი დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილის აქვთ.