დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ნიკა მელია დავით კეზერაშვილს მიმართავს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?“ – წერს ნიკა მელია. ის კონკურენტებს შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების მიზნით, ბინძური მეთოდებით ბროლასა და ტყუილების გამოყენებაში ადანაშაულებს. „პრაქტიკულად გადაუკვეთავი აღარ დატოვეს არც ერთი წითელი ხაზი. დღეს „საჩუქრების“ წამოძახებაზე გადავიდნენ“- წერს პარტიის თავმჯდომარე.
ნიკა მელიას განმარტებით, კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მხარდამჭერი კოლეგები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ საჩუქრებთან დაკავშირებით, რეალურად კი, მას კეზერაშვილისგან საჩუქრად ავტომობილი არ მიუღია. ამის დასადასტურებლად, ნიკა მელიამ დაწერა, რა პროცესები მიმდინარეობდა პარტიაში და რომელ ავტომობილზე იყო საუბარი. ეს საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა წამოწია ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას და განაცხადა, რომ „რამდენიმე არჩევნების დროს, ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდნენ, მიუღია საჩუქრებიც, მათ შორის ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღესაც სარგებლობს“.