ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, რაც დგას ქვეყნისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა“, – წერს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე.
მელიას განცხადებით, „საარჩევნო პროცესი უკვე სცდება ნორმალურ პოლიტიკურ ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის“. ოპონენტები ბევრს საუბრობენ საჯაროობაზე, გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე, ამ დროს კონცეპტუალური სვლები საერთოდ კულისებიდან კეთდება და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კულუარული, არაფორმალური გავლენების კვალი. ოპონენტები იდეებით ბრძოლას კომპრომატებით ბრძოლას ამჯობინებენ, – ვკითხულობთ მელიას განცხადებაში.