„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ონში მათი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ.
ნიკა მელიას განცხადებით, გვიან ღამით მათი წევრის სახლში „ქართული ოცნების“ აქტივისტები მივიდნენ და მუცლის არეში ჭრილობა მიაყენეს. მელიას თქმით, დაჭრილი კლინიკაში თავად წავიდა, რა დროსაც ავარია მოუვიდა, კლინიკაში მისვლის შემდეგ კი ის გააფორმეს როგორც ავარიის შედეგად დაზარალებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.