ვანო მერაბიშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი თქმით, მერაბიშვილს აზრი აინტერესებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც ოპოზიციაშია არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად და პირადი გავლენის მოსაპოვებლად. „სხვა დროა, სხვა პროცესია, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია და შედეგიც აუცილებლად იქნება სხვა! წერს მელია. მისი განცხადებით რუსეთისა და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გაუწიო ახლა საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას და მრავალფეროვან საზოგადოებას, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ“, წერს მელია.