ნიკა მელიას გადაწყვეტილება

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სასჯელაღსრულების #12 დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ხაზარაძემ განაცხადა, რომ საუბარი ძირითადად ორ თემას, საგამოძიებო კომისიის შექმნასა და ევროკავშირის გირაოს გამოყენებას ეხებოდა. ხაზარაძის განმარტებით, ნიკა მელია ორივე საკითხს პრინციპულად ეთანხმება. „ლელოს“ ლიდერის თქმით, გირაოს გადახდის ნაწილში ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ნიკა მელიას თავმოყვარეობასა და იმ პრინციპებს არ უნდა შეეხოს, რატომაც ის იმყოფება ციხეში.

მოამბე