მძიმეა საერთაშორისო გამოხმაურება.
აშშ-ის საელჩო, ნატო, ეუთო, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების პირველი დიპლომატები და კანონმდებლები ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ. განსაკუთრებით მწვავეა აშშ-ის საელჩოს განცხადება, სადაც ძლიერი დემოკრატიისკენ გზაზე უკან დახევაზე მიუთითებენ. ანალოგიური აქცენტები იკითხება რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსის და ყოფილი მაღალჩინოსნის შეფასებებშიც. შექმნილ ვითარებას ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები პოლიტიკურ კრიზისად აფასებენ და ორივე მხარეს თავშეკავების და პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ. პროცესების მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადატანა და დიალოგი საქართველოს შესახებ გაკეთებული ყველა განცხადების მთავარი გზავნილია.