მაშინ, როდესაც რუსეთთან ფრენები იკრძალება ცივილიზებულ სამყაროში, როდესაც რუსებისთვის ხელის ჩამორთმევა და მოლაპარაკება ხდება სირცხვილი და მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს ხელისუფლება ამაყობს რუსეთთან ფრენების აღდგენით და ამას ხსნის მოსახლეობის ინტერესით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მელიას ამ განცხადებას დღეს „ქართული ოცნების“ წევრებმა უპასუხეს.