მაშინ, როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების მიღწევას უკვე მეორედ ცდილობს, განცხადებას აკეთებს იმ პოლიტიკური ლიდერის ადვოკატი, რომლის პატიმრობა მოლაპარაკების დროს უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი თემაა. გიორგი კონდახიშვილის მტკიცებით, გირაოს გადახდით ნიკა მელიას გამოშვება სამართლებრივად შეუძლებელია, რადგან მას აღკვეთის ღონისძიებად თებერვლის ბოლოს პატიმრობა აქვს შეფარდებული და შესაბამისად, 3 ნოემბრის გირაოს გადაწყვეტილება გაუქმებულია. ადვოკატი პარტიის ოფისში მიღებულ წერილზეც საუბრობს.
ვინ არის ბესიკ ბოგველი და რა წინადადებით მიმართა მან პროკურატურას, – ნოდარ ჩაჩუამ მოისმინა ნიკა მელიას ადვოკატის განცხადება.