გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელიას დღეს პროკურატურაში ელოდებიან.
საგამოძიებო უწყებამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს გირაოს თანხის გადასახდელად, დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა. გირაოს თანხის გადაუხდელობის, ან გირაოს თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფის შემთხვევაში, ბრალდების მხარე სასამართლოს მისი პატიმრობის მოთხოვნით მიმართავს.
რა პოზიცია აქვს თავად მელიას პროკურატურის გადაწყვეტილებაზე, – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.