ნიკა მელია 20 ივნისის ღამის ახალ დეტალებზე საუბრობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ არსებობს უწყვეტი, თითქმის 40 წუთიანი ვიდეომასალა, სადაც მისი უდანაშაულობა იკვეთება. აღნიშნულ კადრებს ნიკა მელია და მისი ადვოკატი საქმის სხვა მასალებთან ერთად წარუდგენს სასამართლოს, რათა დეპუტატს შეზღუდვა მოეხსნას.