თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
პროცესი ბრალდებულების გარეშე ჩატარდა. ორივე პირი ძებნაშია. სხდომას დაესწრნენ ბრალდებულთა ადვოკატები. ერთის უფლებებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს, მეორეს კი ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი. გამოძიება ბრალდებულებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.