თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმეს განიხილავს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებამ შესავალი სიტყვა წარმოთქვა, თუმცა დაცვის მხარის ბრალდების ადრესატი საქართველოს პირველი არხი გახდა. ნიკა გვარამიამ ადვოკატთან ერთად სხდომაზე ტელეკომპანია „მთავარის“ გადამღები ჯგუფის დაშვება მოითხოვა არგუმენტით, რომ საქართველოს პირველი არხი პროცესს მიკერძოებულად აშუქებს და არ ასრულებს კანონის მოთხოვნას, გადაღებული მასალის სხვა არხებისთვის დროულ მიწოდებაზე.
საქართველოს პირველი არხი კანონის დარღვევას კატეგორიულად გამორიცხავს და აღნიშნულ ბრალდებას მისი დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობად აფასებს.
ხათუნა გაგნიძე დეტალებით.