მოსამართლე გიორგი არევაძემ ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო, მანამდე კი, ბრალდებული გვარამია 500 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ ნიკა გვარამიას რამდენიმე დღის წინ, მის მიმართ ბრიფინგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების და „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო, განმარტება მოსთხოვა. ნიკა გვარამიამ მოსამართლეს უთხრა, რომ არ აპირებს ანგარიში ჩააბაროს, რადგან გამოხატვის თავისუფლება აქვს.