დღეს საღამოს გახდება ცნობილი, რა სახის აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებს სასამართლო ნიკა გვარამიას. გენერალურმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და პროცესი ორ საათში, 20:00-ზე დაიწყება.
ჯერჯერობით უცნობია, რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს უწყება, თუმცა თავად ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში უკვე ასახელებს გირაოს თანხას.