ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია

სოლიდარობის მარში ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად.

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა ცოტა ხნის წინ დასრულდა. აქციის მონაწილეები ახლა ტელეკომპანია „მთავარის“ ოფისისკენ მიდიან. მოთხოვნა ოპოზიციური ტელევიზიის დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის გათავისუფლებაა. აქცია სხვადასხვა მედიასაშუალების მენეჯერების და ჟურნალისტების მიერ არის ორგანიზებული და მასში ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მსვლელობის მონაწილეები გვარამიას დაპატიმრებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლად და პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ.