კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია საპარლამენტო სიაში არ იქნება. ამის შესახებ მან თავად განაცხადა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება ოჯახთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. გვარამიას თქმით, ის კვლავ რჩება საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელად და კოალიციის ლიდერადაც, თუმცა მიიჩნევს, რომ პარლამენტში გზა ახალ სახეებს უნდა დაუთმოს.