თითქმის ორ საათიანი გამოკითხვის შემდეგ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა.
მისი განცხადებით, გამოკითხვა მის წინააღმდეგ დაგეგმილ ლიკვიდაციის აქტს ეხებოდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. ნიკა გვარამია გამოკითხვაზე გუშინაც იმყოფებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ გვარამიამ უწყებაში მისვლა თავად მოინდომა.