ნიკა გვარამიას ახალ მოძრაობას ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი უერთდება - პოლიტიკური შეფასება

ნიკა გვარამიას ახალ მოძრაობას ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი უერთდება. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა. ყოფილი მოსამართლე პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავდა, სადაც ზურაბიშვილის მიერ უნებართვო ვიზიტების საკითხი განიხილებოდა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის გვერდით კოპალეიშვილის გამოჩენამ, მმართველი გუნდი ზურაბიშვილისა და ოპოზიციის კავშირებში კიდევ ერთხელ დაარწმუნა.