ნიცაში ტრადიციული კარნავალი დაიწყო

ნიცაში ტრადიციული კარნავალი დაიწყო.

ღონისძიება ფრანგულ რივიერაზე 134-ედ იმართება. წელს მეფის კარნავალის მთავარი თემა კოსმოსი იყო. მხიარულ და ფერად მსვლელობას ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

კარნავალზე ფანტასტიკური ჟანრის ფილმების პერსონაჟებთან ერთად, წელს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ფიგურებიც გამოჩნდა.

კარნავალის სტუმრების უსაფრთხოებას პოლიცია განსაკუთრებით იცავდა.

ღონისძიებები ქალაქში 3 მარტამდე გაგრძელდება.