NGO „შეაჩერე კორუფცია“ გრიგოლ ვაშაძეს მხარს უჭერს

გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია“ არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფცია“ შეუერთდა და საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა.

„შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებლის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყანაში ღირებულებების გაუფასურებას უწყობს ხელს. ქეთი ენუქიძის თქმით, განვითარების და უკეთესი მომავლის იმედი დღეს მხოლოდ მაღალჩინოსნებს აქვთ. ის მიიჩნევს, რომ უპერსპექტივობის დასრულება მხოლოდ გაერთიანებულ ოპოზიციას შეუძლია.