თბილისში, გლდანის პატარა ტბაზე ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, ჩინეთის სავაჭრო პალატისა და „ფორ იუ“ მულტიმედია ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა. გამწვანების აქციის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობა, მათ შორის, ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების კონცერტი. ნერგების ფესტივალი უკვე სამი წელია ტარდება და მისი მიზანია, გარემოზე ზრუნვა და ჩინელი ხალხის სახელით, საქართველოში გამწვანების ხელშეწყობა. ღონისძიების ბოლოს გამწვანების აქციაში ჩართული მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ.