ნეპალში მსხვერპლთა რიცხვი იზრდება
ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 626-მდე გაიზარდა. 2400-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას „ბიბისი“ ნეპალის კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ნეპალსა და ჩინეთში სამაშველო ოპერაციები დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილმა ტბამ გადმოდინება დაიწყო და ქვედა დინებაში წყლის ნაკადი გაზარდა.
ოპერაციები მოგვიანებით განახლდა, თუმცა ხელისუფლება მოსახლეობას კვლავ აფრთხილებს, რომ წყალდიდობის საფრთხე შენარჩუნდება. სტიქია 26 აგვისტოს მყინვარის ჩამოშლამ გამოიწვია, რასაც ნეპალ-ჩინეთის საზღვრის ორივე მხარეს მდებარე ჰიმალაის მდინარეთა ხეობებში კლდის ქანების, ყინულის, ტალახისა და ქვა-ღორღის ძლიერი ღვარცოფი მოჰყვა.