ქუვეითზე ირანული დრონებით თავდასხმას იტალიის ორი მოქალაქე ემსხვერპლა

20:36, 26.11.2026

ქუვეითზე ირანული დრონებით  თავდასხმას იტალიის ორი მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ავრცელებს.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას შეიტყო.

„ევროპული საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას შევიტყვე ქუვეითში მომხდარი თავდასხმის შედეგად იტალიის ორი მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატავ ღრმა მწუხარებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩემი ფიქრები თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანსა და მათ ოჯახებთანაა“, – წერს მელონი სოციალურ ქსელში.

ირანის მიერ ქუვეითზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც. ამასთან, ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ირანზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა ირანზე, რათა შეწყდეს ეს მიუღებელი თავდასხმები მისი მეზობელი ქვეყნებისა და სპარსეთის ყურის რეგიონში ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ. დღევანდელი მოვლენები კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ სპარსეთის ყურის რეგიონში უსაფრთხოება თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებასაც ეხება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მსგავსი