ნდობის ჯგუფის სხდომა

პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ნდობის ჯგუფის ფარგლებში, ვახტანგ გომელაური უწყების 2020 წლის საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიშს დახურულ ფორმატში წარადგენს. მოხსენების ძირითადი მიმართულებები სასაზღვრო უსაფრთხოება, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების ღონისძიებები და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებია. ნდობის ჯგუფის წევრები მინისტრისგან ასევე მოისმენენ ინფორმაციას, უწყების მიერ განხორციელებულ საიდუმლო შესყიდვებზე. ​