როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 25 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს მიმართულება სწორია, ხოლო 22 პროცენტი თვლის, რომ ქვეყნის განვითარების მიმართულება ნამდვილად არასწორია.
გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებია: სამუშაო ადგილები – 51 პროცენტი. სიღარიბე – 32 პროცენტი. ფასების ზრდა – 28 პროცენტი. პენსიები ასევე 28 პროცენტი და ტერიტორიული მთლიანობა 24 პროცენტი.
რაც შეეხება საგარეო კურსს – გამოკითხულთა 81 პროცენტი თვლის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია, 12 პროცენტისთვის მიუღებელია. ნატო-ში გაწევრიანებას 75 პროცენტი ემხრობა, 17 კი ეწინააღმდეგება.