„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხული მოსახლეობის 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 8% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 4% „ევროპულ საქართველოს“.
გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ არ იცის, 13% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას მისცემდა ხმას და 9% აცხადებს, რომ სხვა პარტიას.
რაც შეეხება კითხვას „როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო“, გამოკითხულთა 39 % მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 29 % კი უპასუხა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 52% საშუალოდ, 22% ცუდად, ხოლო 12% ძალიან კარგად აფასებს.
ნდობის ხარისხთან ერთად წელს NDI-იმ მოსახლეობა ქვეყანაში კრიმინალურ მდგომარეობასა და ხელისუფლებაში არსებულ შესაძლო კორუფციაზეც გამოკითხა.
კვლევის საველე სამუშაოები 20 მარტიდან -4 აპრილის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 2,194 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.
კიდევ რა ტენდენციები აჩვენა NDI-ის ახალმა კვლევამ და როგორია შეფასებები – დეტალები „მოამბეში“.