NDI-ის 2024 წლის პირველი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია დასრულდა. დელეგაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეინიშნება არაერთი დადებითი ტენდენცია, მათ შორის – მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა, საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ, მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა. ანგარიშში ასევე დასახელებულია ის გამოწვევები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს – ასეთია პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები და ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები.
NDI-ის მეორე წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ეწვევა და რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს.