როგორ აფასებს მოსახლეობა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს? არის თუ არა დღეს ქვეყანაში დემოკრატია? რას ფიქრობენ მოქალაქეები პარლამენტისა და ხელისუფლების საქმიანობის შესახებ და რომელ პარტიას მიანიჭებდნენ უპირატესობას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, – “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს შერჩევის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 2 205 ადამიანი გამოიკითხა.კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.