ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.
NDI-ის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანას ორი მთავარი გამოწვევა აქვს: ადმინისტრაციული რესურსების საფრთხე და შესაძლო ძალადობა. პრობლემად სახელდება წინა არჩვენებზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტების არასათანადო გამოძიებაც. ანგარიშის ავტორებისთვის ასევე გასაკვირია ის ფაქტი, რომ სამი თვით ადრე არჩევნების თარიღი ცნობილი არ არის და შესაბამისად არც კამპანია არ დაწყებულა, რის გამოც მათთვის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები ბუნდოვანი რჩება.
NDI-ის შეფასებებს უკვე უპასუხა პრეზიდენტმა. ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი მომავალ კვირას გამოცხადდება.