NDI-ის კვლევა - პოლიტიკური შეფასებები

რას აჩვენებს საზოგადოებრივი განწყობების კიდევ ერთი კვლევა, რომელიც მიმდინარე კვირას გამოქვეყნდა. გამოკითხვის შედეგებით არაერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია იკვეთება, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ სულ უფრო მზარდია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა აზრითაც, მოსახლეობის ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს.

NDI-ის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 20% უჭერს მხარს, ოთხჯერ ნაკლები – „ნაციონალურ მოძრაობას“. სხვა პარტიებს ერთიანად 6%-იანი მხარდაჭერა აქვთ. ვინ ენდობა და ვის არ სჯერა გამოკითხვის შედეგების, ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამომრჩევლის მკვეთრად გაზრდილ იმ რაოდენობაზე, რომელთაც მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური პარტიები მათ ინტერესებს არ ემსახურებიან.

ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.