ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს „ენდიაის“ ახალი კვლევაც.
დეკემბრის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას საპარლამენტო საქმიანობაში ყველა პარტიის მონაწილეობა სურს. პოლიტიკური პარტიებისადმი განწყობის მხრივ ყველაზე მაღალი, 31%-იანი მაჩვენებელი „ქართულ ოცნებას“ აქვს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 5%-ით. ყველა დანარჩენი პარტია, ჯამში ექვსი პოლიტიკური ძალა რესპონდენტთა 9%-მა დაასახელა. ოპოზიციის ნაწილი უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს, მეორე ნაწილი კი აქცენტს კითხვების ფორმულირებაზე და სატელეფონო გამოკითხვის სპეციფიკაზე აკეთებს.
კვლევამ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციასთან მოლაპარაკების გააქტიურების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრა „გირჩს“, რომელიც პარლამენტში შესვლას ემხრობა, თუმცა მხოლოდ ოპოზიციასთან ერთად.
სალომე ქოქიაშვილი გაეცნო ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგებს.