ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეებს ხვდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხი. თემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეებს ხვდება.

არამოსამართლე წევრის თქმით, შეხვედრის მიზანია იმ კრიტერიუმებზე მსჯელობა, რომლითაც უნდა შეირჩნენ მოსამართლეები.

ჯანეზაშვილი პროცესის ღია კონკურსის ჩატარების მომხრეა და ამ მიზნით სპეციალური პროექტიც მოამზადა.