ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარება უკვე აისახა ნავთობის ბაზარზე.
ბოლო დღეებში განვითარებული პროცესების ფონზე საწვავის ფასმა მატება დაიწყო. ახლა მთავარი კითხვაა, მოახდენს თუ არა არსებული სიტუაცია გავლენას საქართველოზეც.
ექსპერტები მოვლენათა შემდგომ განვითარებას ელოდებიან და ამერიკა-ირანს შორის დაძაბულობის ზრდის შემთხვევაში საწვავის გაძვირებას არ გამორიცხავენ, რაც სხვა პროდუქციის ფასზეც შეიძლება აისახოს.