ნავალნის საქმე - საპროტესტო აქციები რუსეთში

რუსეთში საპროტესტო მღელვარება არ ცხრება. პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად მორიგი საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით 31 იანვარს გაიმართება. მწვავდება საერთაშორისო მოწოდებები და გზავნილები. რუსეთში განვითარებული მოვლენებისა და ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების გამო შეშფოთებული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვისთვის საპასუხო ზომების შემუშავებაზე მსჯელობენ. თავის მხრივ კრემლი დასავლეთს აქციების წახალისებასა და რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.