ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარდა საქართველო განსაკუთრებული ინტერესით ელოდება ნატოს მადრიდის სამიტსაც.
ქვეყანა სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერების შეხვედრაზეც მიიწვიეს. როგორც დღეს ხდება ცნობილი, საქართველოს თვის ბოლოს სამიტზე პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს. მანამდე კი ქართული მხარის მოლოდინს და პერსპექტივას ბრიუსელში განიხილავენ, სადაც დღეს თავდაცვის მინისტერიალი დაიწყო. ორგანიზაციის გენერალური მდივნის წინასწარი გზავნილია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების მიმართ ნატომ პარტნიორობა და პრაქტიკული მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.
რა იგულისხმება გაძლიერებაში და რას უნდა ელოდოს საქართველო მადრიდის სამიტის კომუნიკედან, – ანა ბროლაძე ისაუბრებს ბრიუსელიდან.