როგორი იქნება სამომავლო თანამშრომლობა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე – ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ სამი რეზოლუცია დაამტკიცა, რომლებშიც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზეცაა საუბარი.
მანამდე რიგით 69-ე სესიის ფარგლებში, რომელსაც სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ქართული დელეგაციაც ესწრებოდა, გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს როლი არაერთხელ აღნიშნეს. სესიის ფარგლებში განხილვის საგანი იყო ისრაელში განვითარებული მოვლენებიც.
„მოამბე“ კოპენჰაგენიდან – ანა ბროლაძე გვეტყვის, კონკრეტულად რა ჩანაწერები გაკეთდა რეზოლუციებში საქართველოსთან დაკავშირებით.