საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ამჯერად მადრიდში განიხილავენ.
ესპანეთის დედაქალაქი ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის ომი და რუსეთის აგრესიაა. ალიანსის წევრი ქვეყნების კანონმდებლები ნატოს კოლექტიურ ახალ თავდაცვაზე და რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხეების შესაკავებლად მისაღებ ახალ ზომებზე იმსჯელებენ. ქართული დელეგაციის წევრები ასამბლეის ძირითადად რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მძიმე შედეგებზე და რუსულ საფრთხეებზე სასაუბროდ გამოიყენებენ და პარტნიორებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ნატოში საქართველოს გასაწევრიანებლად პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარებაა საჭირო.
„მოამბე“ მადრიდიდან, – სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეას.