მაღალი დონის ვიზიტი ნატოდან.
ორწლიანი პაუზის შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტი საქართველოშია. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში ნატოს აქტიური ჩართულობაა. ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს სტუმრობის პირველი დღე პრემიერთან საუბარს და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრის მონახულებას დაეთმო. ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ კომიტეტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე და არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ინიციატივებზე, ასევე 2022 წელს დაგეგმილ ერთობლივ სწავლებაზე, მხარეები ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრებენ.